ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის მოწოდებით, მოქალაქეებმა სასამართლოების შესასვლელების გადაკეტვა დაიწყეს

20 მაისი, 2019 •
ფაშინიანის მოწოდებით, მოქალაქეებმა სასამართლოების შესასვლელების გადაკეტვა დაიწყეს

დღეს, 20 მაისს, დილიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შესაბამისად, მისმა მხარდამჭერებმა სასამართლოების შესასვლელების გადაკეტვა დაიწყეს. უმაღლესი სასამართლოს საბჭოს შენობის გარდა, მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელიც გადაკეტეს.

ფაშინიანის ოპონენტთა ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოების შენობების ფანჯრებიც დააზიანეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ საღამოს მოუწოდა, რომ 20 მაისს, დილის 8:30 საათიდან, ქვეყნის ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელი გადაკეტონ.

ფაშინიანის თანახმად, ეს იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე, „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეცვლის.

პრემიერ-მინისტრი 12:00 საათზე გეგმავს საჯარო მიმართვას. ფეისბუკზე მან დაწერა, რომ დიდ მხარდაჭერას ელოდება ქვეყნის მასშტაბით.

18 მაისს სომხეთის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუკი ბრალი დაუდგინდა, — მას 2008 წლის აქციების დარბევის საქმეზე „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას“ ედავებიან, — 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი