თეა წულუკიანი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი საქართველოს მთავროაბაში რჩება და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მუშაობას აგრძელებს.
“მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ ვუსურვებ წარმატებებს. მე მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ იმ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ და მე მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი – ეს არის ევროატლანტიკური კურსი და მე ვაგრძელებ, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ – ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორ შრომასაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციაში “თავისუფალი დემოკრატებს” წარმოადგენდა, პარტიის წევრობა ჰქონდა შეჩერებული.
ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 4 ნოემბერს, თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.






