“ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას ესმოდა, რომ ჯერ კიდევ არის განცდა ევროპასა და ამერიკაში, რომ აქ რაღაც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. პირდპაირ მინდა განვაცხადო, რომ ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპასა თუ ამერიკაში და ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და ამას უნდა დავეფუძნოთ ჩვენც. ანუ იქ საუბარი არ ყოფილა სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, არაადამიანურ მორპყრობაზე, ადმაიანის უფლებების იმ დარღვევებზე, რაზეც ახლა გამოძიება მიმდიანრეობს. რა თქმა უნდა, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც. ის არასწორი განცდა, რაც ევროპასა და ამერიკაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს, ვერ მოიხსნა. აშკარად გამოიკვეთა და მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპასა და ამერიკაში. მაია ფანჯიკიძის ქმედებებთან დაკავშირებით მე ხშირად მქონია შეკითხვები და ეჭვებიც, ხოლო ალასანიამ ღიად განაცხადა, რომ სააკაშვილის კურსს უნდა დავეფუძნოთ. ეს არის ღია ლუსტრაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.