ახალი ამბები

აღმწერები მოქალაქეებს თვითნებურად მიაკუთვნებენ მართლმადიდებლებს

10 ნოემბერი, 2014 •
აღმწერები მოქალაქეებს თვითნებურად მიაკუთვნებენ მართლმადიდებლებს

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც საყოველთაო აღწერას უზრუნველყოფს, აცხადებს, რომ აღმწერებმა წინასწარ გაიარეს შესაბამისი გადამზადება კვლევის ეთიკის შესახებ. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ თუ მოქალაქეები კონკრეტული შემთხვევების შესახებ მათ ინფორმაციას მიაწოდებენ, რეაგირებას მოახდენენ.

საქსტატის ცნობით, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში, ან ელექტრონული ფოსტით მიაწოდონ მათი მისამართისა და აღმწერის შესახებ ინფორმაცია. საქსტატის ცნობით, ისინი დაუკავშირდებიან აღმწერს და გააფრთხილებენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს:

“გამოუგზავნონ, მისამართი და კონკრეტული აღმწერი, რომ შემდეგ გააფრთხილებენ აღმწერს, რომ ამგვარი რამ არ განმეორდეს”.

მოქალაქეები კი ბოლო დღეების მანძილზე “ფეისბუქში” წერენ, რომ მათ აღმწერები არ უსვამენ შეკითხვას  აღმსარებლობის შესახებ და თვითნებურად მიუთითებენ  “მართლმადიდებლის” გრაფას:

ირაკლი ვაჭარაძის სტატუსი საყოველთაო აღწერის შესახებ
ირაკლი ვაჭარაძის სტატუსი საყოველთაო აღწერის შესახებ

 

მოქალაქის სტატუსი საყოველთაო აღწერის შესახებ
მოქალაქის სტატუსი საყოველთაო აღწერის შესახებ

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას ასეთი შემთხვევები აღწერის სანდოობაზე, საქსტატში ამბობენ, რომ – არა. 

საყოველთაო აღწერის მეორე ფორმაში, რომელიც პეროსნალურ მონაცემებს მოიცავს მე-11 კითხვა აღმსარებლობას ეხება. გრაფაში მითითებულია ხუთი კონფესია, თუმა რეპონდენტებს სხვა მათთვის სასურველი აღმსარებლობის მითითება შეუძლიათ. კითხვაზე პასუხის გაცემა ნებაყოფლობითია.

მასალების გადაბეჭდვის წესი