ახალი ამბები

ვაფრთხილებ, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ გადადგან -თალაკვაძე რულოვსის მუქარაზე

19 მაისი, 2019 •
ვაფრთხილებ, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ გადადგან -თალაკვაძე რულოვსის მუქარაზე

“ვაფრთხილებ, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ გადადგან”, – განაცხადა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სანდრა რულოვსის განცხადების საპასუხოდ.

ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მან მოიგო არჩევნები პირველივე ტურში და თუ ეს შედფეგი არ გამოქვეყნდება, საპროტესტო აქციებით დაემუქრა ხელისუფლებას.

“აქციებს კი არა, ისინი ერთი კვირაა არეულობას აანონსებენ. მე მგონი, ამაზე ხელისუფლების პასუხიც მოისმინეს. არანაირი წითელი ხაზების გადაკვეთას და წითელი ხაზების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება. ყველაფერზე იქნება სათანადო რეაგირება. მე მათ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ გადადგან. თუმცა დღეს არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ იყო ეს ხალხი შეწუხებული. იყვნენ შეწუხებულები იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ თავისი კვლევებითაც, რომ ამ არჩევნებს აგებდნენ და მათი მთავარი გზავნილი იყო არეულობა და დესტაბილიზაცია. მაგრამ ეს ვერ მოხდება. საქართველომ გაიარა უკვე ეტაპი, როცა ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის შიშით და არეულობით მართავდა ამ ქვეყანას.  ამ ქვეყანას მართავს ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, ამ ადამიანებს არჩევანს სცენ პატივი როგორც კი ოქმები გაფორმდება და შეიკრიბება ცესკოში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

სანდრა რულოვსი: პირველივე ტურში მოვიგებთ, სხვა შედეგებს არ შევეგუები

მასალების გადაბეჭდვის წესი