“მე ზოგადად მიყვარს პირდპაირ საუბარი. საჯაროდ მე ტყუილი არ მითქვამს. მეორე საკითხია, უნდა მეთქვა, თუ არ უნდა მეთქვა. მეც არ მომეწონა ის სიტყვები, რაც ვთქვი, მაგრამ თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო,”- განაცხადა პრემიერმა.
“ის, რაც მოვისმინეთ, მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისგან, თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი, აი, თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული, რომ ამას ჩემი გადადგომა მოყოლოდა. ეს ძალიან არასერიოზული შეფასებებია მათი მხრიდან. კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებული ემსახურონ სახელმწიფოს. მათ სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი. თვითლუსტრირება მოახდინეს. ამ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანს ვუყურებდი.
მინდა შედარება გავაკეთო. რაც ალასანაიმ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ამ კაცმა და ლექსომ გააკეთეს ერთ წელიწადში. კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის განმავლობაში და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი მოიწამლა. რაზეა საუბარი და რაზე მელაპარაკებით საერთოდ. პოლიტიკა არ არის პოდიუმებზე სიარული, რაღაც კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია, ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცებს.”
მისივე თქმით, ის ყველა ოპოზიციის გააქტიურებას მიესალმება.
“საინტერესო გახდება პოლიტიკური ცხოვრება.”
“ერთი ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი, ამბიციური, ჩამოგვშორდა. ამით ისეთი არაფერი არ მომხდარა,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ მინისტრებთან შეხვედრის დროს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ალასანიას შესახებ.