ახალი ამბები

გიორგი გოგლიჩიძე – პირველი შშმ პირი, ვინც სავარაუდოდ მერის თანამდებობას დაიკავებს

20 მაისი, 2019 •
გიორგი გოგლიჩიძე – პირველი შშმ პირი, ვინც სავარაუდოდ მერის თანამდებობას დაიკავებს

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზესტაფონში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე პირველივე ტურში იმარჯვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პირველი შშმ პირი იქნება, ვინც მერის პოზიციას დაიკავებს. გოგლიჩიძე ეტლით მოსარგებლეა.

გოგლიჩიძეს ამ დროისთვის 50.57% აქვს მიღებული. 53 უბნიდან 52-ია დათვლილი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1976 წლის 5 სექტემბერს

  • 1993 – 1997 წლებში სწავლობდა კავკასიის ბიზნეს-აკადემიაში, ბიზნესის მართვის მიმართულებით. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.
  • 2000 – 2005 წლებში სწავლობდა გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა სამართალმცოდნეობას.
  • 1995 – 1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია „ლეიბორისტის“ აპარატის სპეციალისტად.
  • 1999 – 2006 წლებში იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე.
  • 2006 – 2010 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი.
  • 2006 – 2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის იმერეთის რეგიონის კოორდინატორად.
  • 2008 წელს მონაწილეობდა პარლამენტის არჩევნებში, სადაც იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • 2015 – 2017 წლებში იკავებდა შპს „3გ“ -ის დირექტორის თანამდებობას.
  • 2017 წელს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად.
  • საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის აქტით მას მინიჭებული აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.
  • ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი