“არა კულუარულ მმართველობას, საკენკით ვეღარავის მოატყუებთ” – ეს იყო აქციის სლოგანი. აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლის წინ საკენკი დაყარეს. მათ თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით – “საქართველო მაფიოზის გარეშე”, “არა აქნესიას” და ა.შ.
პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო კულუარებიდან იმართება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რასაც თავად ივანიშვილი უარყოფს.






