ახალი ამბები

ბახტაძე: ყველგან პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, მთაწმინდაზე იქნება მეორე ტური

19 მაისი, 2019 •
ბახტაძე: ყველგან პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, მთაწმინდაზე იქნება მეორე ტური

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ყველგან პირველივე ტურში იმარჯვებს, გარდა თბილისისა. თბილისში,  მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში, ბახტაძის თქმით, არჩევნების მეორე ტური იქნება.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა 23.00 საათზე გააკეთა და განაცხადა, რომ ეს რეალობაა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით.

“ყველას მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მინდა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც თქვენთან შეთანხმდა, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ”, – განაცხადა ბახტაძემ. 

მანამდე ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მან მოიგო არჩევნები პირველივე ტურში და თუ სხვა შედეგი გამოცხადდება, საპროტესტო მსვლელობას დაიწყებს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ჯერ დასრულებული არ არის.  წინასწარი შედეგების შესახებ ცესკოს მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია – გამოაქვეყნა მხოლოდ უბნების ნაწილიდან მიღებული ოქმები.

19 მაისს საქართველოში პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი