ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორი. 13 მილიონი ლარი დაიხარჯა სასაზღვრო ინფრასტრქტურის განვითარებაში.

 

“მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს. მადლობას მოვახსენებ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დამცველებს. ჩვენი საზღვრების ურღვეობა, საქართველოს დამოუკიდებლობა, დიდად არის დმაოკიდებული, თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმზე”, – მიმართა პრემიერმა მესაზღვრეებს.

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს. პრემიერის თქმით, სასაზღვროს პოლიციის აღჭურვის კუთხით აშშ საქართველოს ემხარება.

 

“სასაზღვრო პოლიციას შვეულმფრენი არ ჰყავდა, მაშინ, როცა სააკაშვილი საკუთარი საჭიროებისთვის 40 მილიონად 2 ვერტმფრენს ყიდულობდა. ჩვენი მთავრობის დროს ყველა შვეილმფრენი იქნა სრულად აღჭურვილი. 7 მილიონი ლარი დაიხარაჯა შვეულმფრენების შეკთებაზე”, – განაცხადა ღარიბაშილმა.


ირაკლი ღარიბაშვილი - EPA/HANNIBAL HANSCHKE
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/HANNIBAL HANSCHKE

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *