ახალი ამბები

‘სარაჯიშვილის’, ‘ბაგრატიონისა’ და ბორჯომის’ ფალსიფიკაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10 ნოემბერი, 2014 •
‘სარაჯიშვილის’, ‘ბაგრატიონისა’ და ბორჯომის’ ფალსიფიკაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა ესენციას და დაბალი ხარისხის სპირტს, ხოლო „ბორჯომის“ დასამზადებლად იყენებდნენ ონკანის წყალს, სოდას, მარილს, იოდს, აირს და წინასწარ შეგროვებულ 0,5 ლიტრიან ბოთლებში ასხამდნენ,”– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ფალსიფიცირებული სასმელების რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ხდებოდა.

 

მათივე ინფორმაციით, კუსტარული საწარმოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია და მანქანა-დანადგარები.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი