ზუგდიდი – 46%; მარნეული – 35%; მთაწმინდა – 34% – ამომრჩეველთა აქტივობა

19 მაისის არჩევნებზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 46.88%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ცესკოს ინფორმაციით, ზუგდიდში არჩევნებზე 56 643 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება მარნეულის ოლქს, სადაც ზუგდიდის მსგავსად მერს ირჩევენ, აქტივობამ 35.82% შეადგინა, სულ არჩევნებზე 35 714 ამომრჩეველი მივიდა.

34.27%-იანი აქტივობა დაფიქსირდა  მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, სადაც საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. აქ 15 949 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. სულ ოლქში 43 908 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

საარჩევნო ოლქების მიხედვით  ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგი იყო:

  • საგარეჯო – 74.56%
  • ახმეტა – 50.57%
  • ადიგენი – 56.41%
  • ზესტაფონი – 47.03%
  • ჭიათურა – 43.26%
  • ტყიბული – 39.85%
  • წყალტუბო – 52.05%
  • ოზურგეთი – 45.45%
  • ხულო – 58.21%

დღეს, 19 მაისს, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.