მარნეულის მე-5 უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თამარ მეტრეველი გააძევეს.

ნეტგაზეთის რეპორტიორის თანახმად, რომელიც ადგილზე იმყოფება, მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება კომისიის 11-მა წევრმა მიიღო. მათი თქმით, მეტრეველი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში.

„ხელოვნურად აჟიოტაჟების შექმნა რა საჭიროა“, — უთხრა ნეტგაზეთს პარლამენტარმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფება.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე.

Published by ლუკა პერტაია

ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com

Exit mobile version