“პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმიტომ, რომ ვეტოს დადება უნდოდა, ასე ჩანს. მას უნდა აჩვენოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია. ისევე, როგორც მისი ბოლო ვიზიტი ავსტრიაში. როგორც მე წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების გაეროს მეორე კონფერენციაზე. საბედნიეროდ, ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან. და გახსოვთ ალბათ, ამაზე რამდენი სკანდალი გააკეთა,”- ამბობს ივანიშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ ვეტოს ე.წ. მოსმენების კანონზე, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ვეტო არ უნდა გაემოყენებინა მარგველაშვილს.
“როგორც მედიით გაკეთდა განცხადებები ზოგიერთი დეპუტატისგან, და მე ვნახე გაკეთებული სწორი აქცენტები ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, პრეზიდენტის სამსახურს ჰქონდა ყოველდღიური ურთიერთობა პარლამენტთან. ყველაფერი იცოდა, რას აკეთებდა პარლამენტი და რატომ აპირებდა მის გადადებას. პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ყოველგვარი ვეტოს გარეშე გამოეთქვა თავისი აზრი. ამავდროულად, როდესაც დეპუტატები რამდენიმე თვე ითხოვდნენ გადადებას, მათ კარგი არგუმენტაცია გააკეთეს. იმ არგუმენტებიდან ერთ-ერთს მოვიყვან. რომ ევროკავშირიც აპირებს ამ თემებზე კანონის გადახედვას და უნდა რაღაც ცვლილებები შეიტანოს. ეს მოხდება, როგორც ვიცი, დეკემბერში თუ ნოემბრის ბოლოს და ამის გათვალისწინებაც, ეს ფაქტორიც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.”