ახალი ამბები

15:00 საათისთვის საოლქო კომისიებში, ჯამში, 55 საჩივარია შესული

19 მაისი, 2019 •
15:00 საათისთვის საოლქო კომისიებში, ჯამში, 55 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ჯამში, 55 საჩივარია შესული. აქედან ყველაზე მეტი, 26 საჩივარი ზუგდიდში დაიწერა. 17 საჩივარია დაწერილი მარნეულში. ცესკოში ამბობენ, რომ საჩივრები ძირითადად პროცესუალურ დარღვევებს ეხება.

“მაგალითად, ზუგდიდის#97 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახებინა,”-აცხადებენ ცესკო-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი