“5 მილიონი ლარი, რომელიც სარეზერვო ფონდიდან მიიღო ალასანიამ ორი კვირის შემდგომ, თითქმის ასი პროცენტი, კომპანია “სილქნეტს” გადაურიცხა. აი, სად ეჩქარებოდა. რისთვის გადაირიცხა ამხელა თანხა და ასე სწრაფად, წელიწადნახევრით ადრე?”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

 

ყოფილი პრემიერის თქმით, თავდაცვის სამინისტროს არ სჭირდებოდა მაგისტრალის ასაგებად ტენდერის გამოცხადება, როცა სხვა ინტერნეტპროვაიდერს ქუჩის მეორე მხარეს მაგისტრალი ჰქონდა გაყვანილი. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს თავისუფალი წვერების გამოყენება შეეძლო. 

 

ივანიშვილის თქმით, თავდაცვის სამინსიტროს შეეძლო უფასოდაც გამოეყენებინა კომპანია “დელტაკომის” მიერ გაყვანილი მაგისტრალი, მაშინ, როცა კომპანია სილქნეტს მილიონობით ლარი გადაურიცხა. ივანიშვილის თქმით, ალასნაიას არ უნდა ეჩქარა სავაანსო თანხის გადარიცხა. კითხვაზე, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ივანიშვილს, ყოფილი პრემიერი პასუხობს:

 

“ეს რაც პრიკურატურამ დადო, არაფერი ჩახედული, მე ბიზნესმენი ვარ და მარტივ ანალიზს საჭიროებს. როცა ტყვია-წამლის ფული არ აქვს სამინისტროს, რატომ  იჩქარა მთლიანად დაავანსება? ამხელა ავანსის გადარიცხვა წარმოუგენელია. განცხადებაში ეს ჩანს, ოღონდაც ანალიზი დაწვრილებითი არავისგან მომისმენია. ამიტომაც ვცდილობ, რომ ეს ანალიზი გავაკეთიო. კითხვაა უკვე, რატომ იჩქარეს, რისთვის? ჩემი აზრით, არა 4 100 ათასზეა საუბარი, მე თუ მკითხვათ, მთელ თანხაზეა კითხვა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *