ახალი ამბები

ინგირის საარჩევნო უბანთან ამომრჩეველს უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა და გაიქცა

19 მაისი, 2019 •
ინგირის საარჩევნო უბანთან ამომრჩეველს უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა და გაიქცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 47-ე საარჩევნო უბანთან ინცინდენტი მოხდა. მოქალაქეს, რომელიც უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული, უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა და გაიქცა. პოლიციამ დაზარალებული კაცი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

უცნობია, ვინ და რა მოტივით დაესხა თავს ამომრჩეველს. თვითმხილველთა თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ თავდამსხმელის შეჩერება ვერავინ შეძლო. 47-ე უბანთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მასალა უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი