ინცინდენტი მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის 97-ე უბანზე.
უბნის კომისიის თავმჯდომარის, ელა ქირიას განცხადებით, სამი დამკვირვებელი საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა, რის გამოც დაიწერა გაძევების აქტი. მას შემდეგ, რაც აქტი დაიწერა, დამკვირვებლები არ გადიოდნენ უბნიდან. თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და დამკვირვებლები პოლიციის ძალით გაიყვანეს საარჩევნო უბნიდან.
“იქცეოდნენ პროვოკაციულად. გადავწყვიტე დამეწერა საჩივარი და არეულობის გამო შემეშალა სახელი და გვარი – ლაშა ნანიაშვილის ნაცვლად დავწერე ვაჟა თანიაშვილი. ამის შემდეგ დავწერე ახსნა -განმარტება ამ შეცდომაზე, რაზეც კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი. ოლქიდანაც მოვიდნენ წარმომადგენლები, ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია დამკვირვებლებსა და ოლქის წარმომადგენლებს შორის.
დაპირისპირებაში ჩართულო იყო ყველა, კომისიის წევრებიც და დამკვირვებლებიც. ამის შემდეგ შეწყდა ხმის მიცემა რამდენიმე წუთით, დავწერე სამი გაძევების ოქმი და პოლიციამ გაიყვანა ეს ადამიანები უბნიდან”, – ამბობს ელა ქირია, კოკის 97-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ამ დროისთვის [13:10] ინცინდენტი ამოწურულია. საარჩევნო პროცესი კოკის 97-ე უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.