12:00 საათისთვის ზუგდიდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 20.1% იყო და 120 837 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე 24 282 ამომრჩეველი მივიდა. 12:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ საგარეჯოში დაფიქსრიდა, სადაც მოქალაქეთა 35.7% არჩევნებზე უკვე მივიდა.
რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლაქს, ცესკოს ცნობით, აქ აქტივობამ 10.4% შეადგინა, ხოლო არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა 4 568 იყო. სულ ამ ოლქში 43 908 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 14% დაფიქსირდა მარნეულში, სადაც 12:00 საათისთვის 13 957 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე.
საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:
- თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 10. 4%
- მარნეული – 14%
- ზესტაფონი – 16.5%
- ჭიათურა – 17.6 %
- ზუგდიდი – 20.1%
- ხულო – 19.5%
- საგარეჯო – 35.7%
- ახმეტა – 18.4 %
- ადიგენი – 23.1%
- ტყიბული – 17.7%
- წყალტუბო – 22.2%
- ოზურგეთი – 17.8%
დღეს, 19 მაისს, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.
რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 6 556 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6139 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.