ორ ოლქში არსებობს მეორე ტურის ალბათობა, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
მან უკვე მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ხმა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე მისცა.
ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელ უბანში ელოდება მეორე ტურს, თუმცა დასძინა, რომ ამ ორ ოლქში “ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.
ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება.