ყრილობის დღის წესრიგში, რომელიც ჟურნალისტებს დაურიგეს, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლაცაა გათვალისიწნებული, თუმცა, როგორც ჟურნალისტებს ღონისძიების ორგანიზატორებმა უთხრეს, მარგველაშვილი ყრილობაზე არ მივა.
“თავისუფალი დემოკრატები” ყრილობაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილს ელოდებიან. ამასთან, თავისუფალი დემოკრატების წევრებს სერ გრაჰამ ვატსონი მიმართავს ვიდეოჩართვის მეშვეობით. ვატსონი ლიბერალ-დემოკრატების ევროპული ალიანსის პრეზიდენტია.
დღევანდელ ყრილობაზე თავისუფალი დემოკრატები პარტიის გამგეობის წევრებს და ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდოამრის პოსტზე ირაკლი ალასანია ბრუნდება.

თავისუფალი დმეოკრატების ლიდერები ფილარმონიაში უკვე იკრიბებიან:
“ეს არის თანამოაზრეების გუნდი. ვისთვისაც მთავრი ფასეულობა არის ადამიანის უფლებები და ევროატალნტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველო. სწორედ ამის გარშემო გაწევრიანდნენ ეს ადმაიანები. მე თვაიდანვე მათთან ერთად ვიყავი და ასე გავაგრძელებ… მომავალშიც მათთან ერთად ვხედავ ჩემს თავს.
ის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, არ ჯდება ევროპულ ფასეულობებში, მაგრამ არ არის ტრაგედია. ევროპულ ქვეყნებში კოალიციები იშლება და ერთიანდება, მაგრამ ამის გამო არ უნდა ხდებოდეს ადმიანების ისეთი ეპითეტებით შემკობა, როგორითაც ეს მოხდა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.




