ახალი ამბები

ცოლზე, გერსა და სიდედრზე მოძალადე კაცი დავაკავეთ – შსს

18 მაისი, 2019 •
ცოლზე, გერსა და სიდედრზე მოძალადე კაცი დავაკავეთ – შსს

პოლიციამ სამტრედიაში დააკავა 1983 წელს დაბადებული პირი, რომელიც, შსს-ს ცნობით, ცოლზე, გერსა და სიდედრზე ძალადობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა  მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის გამოძახების შემთხვევაში კი ის ცოლსა და სიდედრს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, არასრულწლოვან გერს კი – სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი