ბიჭვინთაშიც, ისევე როგორც აფხაზეთის სხვა საკურორტო ადგილებზე, საზღვაო სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ადგილობრივი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბიჭვინთა დამსვენებლების მისაღებად არც არის მზად.
საკურორტო სეზონის მზადებასთან დაკავშირებით გამართულ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხდომაზე ქალაქ ბიჭვინთის ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი ხუტაბამ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“საშინელ დღეშია გზის საფარი. ქალაქი არ არის აღჭურვილი არც მაჩვენებელი ისრებით, არც საგზაო ნიშნებით. წერილი დავწერეთ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში, რომ გვჭირდება 111 საგზაო ნიშანი”, – ამბობს ხუტაბა.
მისი განცხადებით, პრობლემებია მსხვილფეხა საქონელთან დაკავშირებითაც, რომელიც ნაკრძალებში გადაადგილდება დამცავი ღობეების არქონის გამო.
ის ასევე სანაპირო დაცვის ნაკლებობაზე საუბრობს, რაც დიდი პრობლემას უქმნის სანაპირო ზოლის უსაფრთხოებას.
“საშინელ დღეშია საავადმყოფოც. ექიმები ჩამოწერილ ზეწრებს ყიდულობენ სანატორიუმიდან. არ არის წამლები. გამაყუჩებლად ანალგინს იყენებენ”.