ახალი ამბები

კარასინი: მნიშვნელოვანია, რა გავლენა ექნება მთავრობაში ცვლილებებს საქართველოს კურსზე

7 ნოემბერი, 2014 •
კარასინი: მნიშვნელოვანია, რა გავლენა ექნება მთავრობაში ცვლილებებს საქართველოს კურსზე

“ის ცვლილებები, რაც ხდება, პირველ რიგში გარეგნულად ცვლის მთავრობას, მეორეც, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამდენად იქონიებს ეს ცვლილებები მთავრობის კურსზე გავლენას.  ყველაფერ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და ვაანალიზებთ იმ ახალ ამბებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგვდის თბილისიდან და, შესაბამისად, გამოგვაქვს დასკვნები. –ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. 

 

4 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, თავის თანაგუნდელებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, სადაც თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება  შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. ამ განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. მოგვინებით, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვეს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი