ახალი ამბები

დოლიძე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მთავრობა ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგია

7 ნოემბერი, 2014 •
დოლიძე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მთავრობა ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგია

“ჩვენ ვთქვით, რომ ინ ნაბიჯები, რაც პროკურატურამ გადადგა თავდაცვის სამინისტროს და ირაკლი ალსანიას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს ქმედება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ ამ კურსის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ არ გვითქვამს არასდროს, რომ მთავრობა ან პარლამენტი არის ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეი. არავითარ შემთხვევაში, აქ არის პროკურატურაზე საუბარი, ცუდი ის არის, რომ პრემიერმა პროკურატურის მხარე დაიჭირა”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

 

4 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, თავის თანაგუნდელებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, სადაც თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება  შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. ამ განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. მოგვინებით, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვეს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი