ახალი ამბებირეკლამა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ – DUTY FREE- ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა

17 მაისი, 2019 • 1143
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ – DUTY FREE- ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის – DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა 490 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.

აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 17 ივნისი 15:30 საათი.

გარდა ამისა,  შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის – DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა 370 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 17 ივნისი 16:00 საათი.

ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი