ახალი ამბები

ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

17 მაისი, 2019 • 1240
ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 17 მაისს შედგა.

ამგვარად, ტაივანი გახდა პირველი აზიაში, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს ლეგალურად ქორწინების უფლება ექნებათ.

ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 2017 წელს გამოიტანა. პარლამენტს მის აღსასრულებლად 2-წლიანი ვადა ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი