ახალი ამბები

პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, აღწერისთვის ითანამშრომლონ საქსტატთან

7 ნოემბერი, 2014 •
პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, აღწერისთვის ითანამშრომლონ საქსტატთან

“მოგეხსენებათ, რომ თავის მასშტაბით და შინაარსით, ეს არის უნიკალური საინფორმაციო წყარო, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შევისწავლოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა. რადენიმე წელია ეს არ ჩატარებულა. ბოლო 12 წელია ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა აღწერა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მთავრობისთვის და მოსახლეობისთვის. 

 

აღწერის შედეგად ჩვენ გვექნება უახლესი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განთლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი საარსებო წყაროების და საცხოვრისის შესახებ. აგრეთვე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზუსტდება ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოთ სტატისტიკის სამსახურთან.

 

ასევე მინდა ვთქვა მოსახლეობის გასაგონად, რომ აღწერის დროს მოპოვებული ინდივიდუალურ ინფორმაციის კონფიდენციალობა იქნება მაქსიმალურად დაცული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

მისივე თქმით, აღწერის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლიო მონაცემები- 2016 წლის აპრილში.

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი