“ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურტაურის მიერ წარმოებულ იერიშზე პოლიტიკური ნიშნით, თავდცვის ყოფილი მინისტრის და ზოგადად თავისუფალი დმეოკრატების მიმართ… ჩვენი ვთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული [ქმედება], რათა დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის იმიჯი გარეთ და ხელი შეეშალოს იმ მიზნების შესრულებას, რაც დასახული აქვს ქვეყანას ევროპაში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის კუთხით. ანუ, ჩვენი დამაოუკიდბელობისთვის. ამას შეეხო ჩვენი საუბარი. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი [ევროკავშირი] დაინტერესებული იქნებიან, რომ ეს გამოძიება ღიად წარიმართოს, მაგრამ ასე ვერ მიმდინაროებს, ადვოკატებს მასალები არ აქვთ, დაკავებულები საპატირმოებში აუხსნელი მიზეზით იმყოფებოდნენ, აქედან გამომდიანრე ეჭვები, რომლებიც მყარდება, დღითიდღე აზიანებს საქართველოს”, – განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის პოსტზე აპირებს დაბრუნებას, ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიების შედეგად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას:
“რათა არავის მიეცეს საშუალება, რომ შებღალოს როგორც იმ სამხედრო და სამოქალაქო პირების იმიჯი, რომლებიც დაკავებული არიან, ასევე, ჩემი პატივი და ღირსება. ამიტომ ამ საკითხს ბოლომდე მივყვები. საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ყურადებღით დააკვირდება მის წარმოებას”, – ამბობს ალასანია.

