“სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად” – ასე ჰქვია განცხადებას, რომელსაც ქალთა მოძრაობა ავრცელებს. განცხადება ზუგდიდის მერის არჩევნებს და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ქალთა მოძრაობა ვაკვირდებით ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს და ვხედავთ მერობის კანდიდატის – სანდრა რულოვსის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას.
მიგვაჩნია, რომ სანდრა რულოვსის უფლება – კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მაშ შორის, გენდერული ნიშნით. შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს: მშვიოდბიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავმდასხმელები მათ უწოდებდნენ „ნასედკებს და ბოზებს.“
დღემდე ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუცმა მათი იდენტიფიცირება ადვილია. ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ.
ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“გამო.
ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეისბუქზე სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სანდრა რულოვსი წლების განმავლობაში ახერხებდა უფასო სკრინინგის პროგრამების შეთავაზებს ქალებისათვის, ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ზუგდიდში მცხოვრები ქალების პრობლემები და გაეთვალისწინებინა საარჩევნო პროგრამაში. ქალთა მოძრაობა მიესალმება პოლიტიკოსების დაინტერესებულობას ქალთა საკითხების მიმართ და მიაჩნია, რომ ეს არის ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი.
2017 წლის კონსტიტუციური შესწორების შემდეგ მუხლი 11 აცხადებს:
„სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.
მიუხედავად ამ ხმამაღალი განაცხადისა, რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახორციელებენ სანდრა რულოვსის დაცვას; მისი და მისი მხარდამჭერების ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის; მათ სდევნიან და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეუარცხყოფას, სახელმწიფო სტრუქტურები კი ვერ ახორიცელებენ სანდრა რულოვსის უფლებების ეფექტურ დაცვას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
– უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება,
– თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან;
– შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას
– „ქართულ ოცნებას“ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს თამაზ ფაცაცია.