“არა მგონია, რომ ეს განცხადება ვინმეს რაიმე ღირსებას მატებდეს, პირიქით. ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერ–მინისტრის ეს გამონათქვამები ძალიან აზიანებს სახელმწიფოს და მთავრობას. ნამდვილად არ ვაპირებ დამატებითი კომენტარის გაკეთებას იმ ბრალდებებზე და შეურაცხყოფაზე, რაც წამოიწყო პრემიერ–მინისტრმა,”– განაცხადა დღეს ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს ირაკლი ალასანიაზე განაცხადა, რომ მათ ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი ჩამოშორდათ.
“ერთი ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი, ამბიციური, ჩამოგვშორდა. ამით ისეთი არაფერი არ მომხდარა,”– განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, მინისტრებთან შეხვედრის დროს.
გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ძალიან ბევრი “სიურპრიზის” შესახებ შეიტყობს
კითხვაზე, თუ რა სიურპრიზს უმზადებს ღარიბაშვილი ალასანიას, აბაშიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:
“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ხუმრობით ვთქვი, რომ ალბათ ქინდერ–სიურპრის უმზადებს-თქო, არ ვიცი,”– განაცხადა აბაშიძემ
აბაშიძე ამბობს, რომ 8 ნოემბერს ჩანიშნულ პარტიის ყრილობაზე მიწვეულია ყველა პარტია, მათ შორის პარტიები კოალიცია “ქართული ოცნებიდან”. ზურაბ აბაშიძის თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ყოფილი პარტნიორები მოვლენ, იმიტომ, რომ პარლამენტში თანანაშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.





