ახალი ამბები

“კოალიციები ყველა ქვეყანაში იშლება, მაგრამ ინსტიტუციონალური განგრძობადობაა მნიშნელოვანი”

6 ნოემბერი, 2014 •
“კოალიციები ყველა ქვეყანაში იშლება, მაგრამ ინსტიტუციონალური განგრძობადობაა მნიშნელოვანი”

ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრებს – ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძესა და ალექსი პეტრიაშვილს, რომლებმაც თანამდებობები უკვე დატოვეს.

 

“ისინი ჩვენი პარტნიორები იყვნენ და მათთან მუშაობით ძალიან ბედნიერი ვიყავი”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 

რენო სალენსის თქმით, საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ეხება “იმ ეჭვების შესახებ განცხადებებს, რომელიც გამოძიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეხება”:

 

“მე არ ვიცი, შეიძლება ეს ეჭვები ტყუილია, მაგრამ განხილული უნდა იყოს. თუმცა, რაც ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არის განვითარების ინსტიტუციონალური განგრძობადობის პროცესი. კოალიციები ყველა ქვეყანაში იშლება, მინისტრებიც მიდიან თანამდებობებიდან, მაგრამ რაც ახლა ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ეს ინსტიტუციონალური განგრძობადობაა და საქართველოს მიერ ამ კუთხით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.”

რენო სალენსი
რენო სალენსი

მასალების გადაბეჭდვის წესი