ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

16 მაისი, 2019 •
ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში, „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის – Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.

Future Agro Challenge -ის ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა „Qvevri XYZ“, რომელიც ტრადიციული ქართული ქვევრის დამზადებას უფრო დახვეწილი, თანამედროვე ტექნოლოგით ახდენს. გამარჯვებული წელს, 7-11 სექტემბერს გაემგზვრება საბერძნეთში, Future Agro Challenge -ის გლობალურ შეჯიბრზე – უმთავრეს საერთაშორისო აგროპრენერულ სამიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება რჩევები მიიღოს მსოფლიო დონის მენტორებისგან, შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებსა და კლიენტებს, მოსინჯოს ახალი საბაზრო შესაძლებლობები.

„თბილისის სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებლის და Future Agro Challenge -ის თანაორგანიზატორის, გური ქოიავას თქმით: „პირველ სამ ადგილზე გასული ყველა გუნდი საიტერესო პროექტების ავტორები არიან, განსაკუთრებით „Qvevri XYZ“, რომელიც ქვევრის, როგორც ტრადიციული და თანამედროვე ღვინის პროდუქტის წარმოებას მსოფლიოს მასშტაბით იწყებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი