ზუგდიდის საოლქო კომისიაში სიტუაცია დღესაც დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დღის წესრიგში ითხოვდნენ თავმჯდომარე მირანდა მესხის გადაყენების საკითხის დამატებას, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაეყნებას ითხოვს, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების ნაადრევი გაცემაა საარჩევნო უბნებისთვის.
ლაივპრესის ცნობით, მირანდა მესხი ამბობს, რომ ეს საკითხი ახლა არ განიხილება. მისი თქმით, განრიგით უნდა მოხდეს სიის დამტკიცება. მან სიმშვიდისკენ მოუწოდა ოპოზიციას.