“ჩვენ, როგორც საქართვერლოს პარლამენტის ფრაქციის წევრები და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები, ვაგრძელებთ მუშაობას პარლამენტის შიგნით. ეს მუშაობა ითხოვს გარკვეულ კითხვებს და კოორდინაციას ჩვენს კოლეგებთან და ამასთან მიმართებაში ჩვენ პრობლემა არ გვექნება. საქართველოს პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” მონაწილეობა გრძელდება იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც აქამდე იყო”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
კითხვა, თუ რამდენი წევრი დარჩება მათ ფრაქციაში, რომელიც ოფიციალურად 10 დეპუტატით არის დაკომპლექტებული, ჩიქოვანი არ პასუხობს:
“დღეს გვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც განვიხილავთ ჩვენი ფრაქციის ყველა წევრის პოზიციას და ვიდრე ვისაუბრებ ვინმეს პოზიციაზე, როცა დოკუმენტალურად გაფორმდება, მერე მოგახსენებთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





