ახალი ამბები

უსუფაშვილი: ლიბერალებს თავისუფალი დემოკრატებიდან თანამშრომლობის გაგრძელებას ვთავაზობ

6 ნოემბერი, 2014 • • 1051
უსუფაშვილი: ლიბერალებს თავისუფალი დემოკრატებიდან თანამშრომლობის გაგრძელებას ვთავაზობ

“საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისთვის სერიოზული დანაკლისია თავისუფალი დემოკრატების უმრავლესობიდან გასვლა. მე მინდა თავისუფალ დემოკრატებს, მის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ერთად ვშრომობდით. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვითანამშრომლებთ ბევრ საკითხზე პარლამენტში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ამას მე პირადადაც ვუსვამ ხაზს, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და ჩვენს თანამოაზრეებს, ლიბერალებს თავისუფალი დემოკრატებიდან ვთავაზობ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ პარლამენტის კედლებშიც და სხვაგანაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ალასანია და უსუფაშვილი
ალასანია და უსუფაშვილი



მასალების გადაბეჭდვის წესი