“ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება არანაირი დამატებითი სტატუსი, გარდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი როლისა, ფუნქციისა, მნიშვნელობისა, ადამიანურად იმ სახელისა, რომელიც მან დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ დასრულებულიყო ყველაზე ავადსახსენებელი რეჟიმი. ვინ ვის და ნამდვილად არ ჭირდებათ “თავისუფალ დემოკრატებს”ამის ახსნა, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს. ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ ასეთი ქვეტექსტით საუბრის სურვილი – რა არის სასაუბრო ბიძინა ივანიშვილზე”,– განცხადა ეკა ბესელიამ “იმედის”ეთერით.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც დღეს, 5 საათზე დაიწყო, პოლიტიკიდან წასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა. დღეს, 5 ნოემბერს კოალიცია დატოვა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”.





