ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მინისტრების მოადგილეები დაინიშნენ

5 ნოემბერი, 2014 •
აფხაზეთში მინისტრების მოადგილეები დაინიშნენ

განკარგულების თანახმადაც, აფხაზეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად აშოტ მინოსიანი და ვლადიმირ დაუროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად კან ტანია და ოლეგ არშბა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ანა ადლეიბა, შრომის, დასაქმების და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ოლგა კოგონია, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილეებად კი გურამ პსარდია და ტიგრან დელიბალტიანი დაინიშნენ.


ასევე, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა მურმან სოლომკომ, ხოლო 1992-93 წლების აფხაზეთის სამამულო ომის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის პოსტი ბადრი აგრბამ დაიკავა. 

 

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბმამ, რომლის ინაუგურაცია აფხაზეთში 25 სექტემბერს გაიმართა, მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანაშრომლები 26 სექტემბერს დაითხოვა. ახალი მინისტრების დანიშვნის განკარგულებას კი ხელი 15 ოქტომბერს მოაწერა.


 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი