სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციის ვადამ 2026 წლამდე გადაიწია

სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის ექსპლუატაციის ვადამ 2026 წლამდე გადაიწია.

შესაბამისი შეთანხმება  სომხეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის მიმდინარე წლის ბოლომდე გაფორმდება. ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის მოადგილემ არა სიმონიანმა განაცხადა.


პროექტის განხორციელებას 300 მილიონი დოლარი დასჭირდება. აქედან 30 მილიონ დოლარს რუსეთი სომხეთს გრანტის სახით, ხოლო დანარჩენ თანხას კრედიტის სახით გამოუყოფს.


სომხეთის მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა ფუნქციონირება 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ შეწყვიტა, თუმცა, ენერგიის უკმარისობა გამო, სომხეთის მთავრობამ სადგურის მუშაობა 1995 წელს განაახლა. ამასთან, სადგურზე გაშვებული იქნა მეორე რეაქტორი. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს 2016 წლამდე შეუძლია იმუშაოს.

 

საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებით, ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს საშიშ ობიექტს, რადგან განთავსებულია სეისმურად მაღალი საშიშროების მქონე რაიონში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.





ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი