“თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ არის ძალიან დიდი დანაკლისი კოალიციისთვის. ჩვენ მათთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ ერთად. მათთან “რესპუბლიკელებს” არასდროს ჰქონიათ არსობრივი დაპირისპირება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება.
ჩვენ მყარად ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, “რესპუბლიკელები”. უნდა გავუსვათ იმასაც ხაზი, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს არა აქვს ალტერნატივა ხელისუფლებაში. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში და ვაპირებთ არსებულ პრობლემებზე ვიმსჯელოთ. მათ შორის იმ საკითხებზე, რაც ცოტა ხნის წინ დააყენა “რესპუბლიკურმა პარტიამ” კოალიციის მოდელზე, რომელიც დღეს არსებობს. უახლოეს მომავალში გაიხსნება ამ საკითხზე მსჯელობა, ვიმსჯელებთ მოდელებზე. ამ საკითხებზე და მოდელებზე მანამდე რომ გვემსჯელა, ამ ტიპის კრიზისი, რაც დღეს იყო, კოალიციაში არ იქნებოდა,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კოალიცია ქართული ოცნება დატოვა “თავისუფალმა დემოკრატებმა”.