აქციის ერთ-ერთი მონაწილე მალხაზ დიასამიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ წალკიდან დაახლოებით 100 ადამიანია ჩამოსული იმ მიზნით, რომ შეხვდნენ პრემიერ ღარიბაშვილს. მისი თქმით, წალკის გამგეობა ვერ აგვარებს მათ პრობლემას და ისინი უსახლკაროდ რჩებიან, რადგან სახლები, სადაც ამ დროისთვის ცხოვრობენ წალკაში, ეთნიკურად ბერძენი მოქალაქეების საკუთრებაშია.
კიდევ ერთი აქციის მონაწილე ზაირა გოგიბერიძე აცხადებს, რომ მთავრობა მათ გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფას დაპირდა, რაც არ შეასრულა: “რაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ერთხელაც არ შეგვხვედრია და გვინდა დღეს შევხვდეთ ღარიბაშვილს და მოგვისმინოს,” – ამბობს ის.





