” ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება ამ შეხვედრაზე. მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც პრემიერ-მინისტრმა. აქედან გამომდინარე ახალი არაფერი არ თქმულა, ჩვენ ეს რამდენჯერმე უკვე მოვისმინეთ. ჩვენ ერთგული ვართ იმ ღირებულებების, რამაც გაგვაერთიანა ამ საზოგადოებასთან და ჩვენს მეგობრებთან. იმან, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდებოდა, შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პოლიტიკური შეფერილობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ხილვა არ უნდათ. ეს არის ურთულესი დღე ჩვენთვის და მე ვნერვიულობ”,–განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც დღეს, 5 საათზე დაიწყო, პოლიტიკიდან წასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა ირაკლი ალასნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა. დღეს, 5 ნოემბერს კოალიცია დატოვა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”.





