კითხვაზე, თუ რას გულისმხობს თემატური თანამშრომლობის პროცესში, ხამნიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები თავის პოზიციას პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადებენ.
“ძალიან მნივნელოვანი პოლიტიკური საბჭოა დღეს. რესპუბლიკელები განცხადებას გავაკეთებთ მხოლოდ პოლიტიკური საბჭოს შემდეგ. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ის არის ძალიან რთული, ძალიან დინამიკურად მიდის პროცესები. ფაქტიურად გადავდივართ თემატური თანამშრომლობის პროცესზე პარლამენტში და უკვე პოლიტიკური საბჭოს ჩატარების შემდეგ უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“ქართული ოცნების” ოფისში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელწმიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მივიდნენ. ყოფილმა მინისტრებმა კოალიციის ოფისში შესვლამდე განცხადება არ გააკეთეს. პოლიტსაბჭოს სხდომა 17 საათზე დაიწყო.
მრეწველების წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრემიერ-მინიტრსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან გუშინდელ შეხვედრას ესწრედბოდა.
ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. მინისტრის განცხადებით, პროკურატურა ევროპული კურსის მიმართ მიმაზმიმართულ შეტევას ეწევა, რომრლიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძებას თანხის გაფლანგვის ბრალდებით აწარმოებს.