ახალი ამბები

ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

5 ნოემბერი, 2014 •
ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

კითხვას, რა სტატუსით ესწრებოდა ივანიშვილი შეხვედრას, ირაკლი სესიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ასე პასუხობს:

 

“ბატონი ბიძინა არის ჩვენი უმრავლესობის დიდი გულშემატკივარი, ის არის ჩვენი მხარდამჭერი, აქვს დიდი ავტორიტეტი, არის ყოფილი პრმეიერ-მინისტრი, შესაბამისად, ალბათ ჩათვალა საჭიროდ, რომ მოსულიყო”.


რაც შეეხება იმას, თუ რა როლი ჰქონდა ივანიშვილს სხდომის მუშაობაში, სესიაშვილი განმარტავს:

 

“პროცესი მიჰყავდა პრემიერს. გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ. იყო აბსოლუტურად მუშა პროცესი. ყველა იყო ჩართული ამაში. ყველას ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა”.

 

იგი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნის გადაწყვეტილების ინიციატორი ბიძინა ივანიშილი იყო. დეპუტატის თქმით, ეს იყო ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, შეჯერებული საპარლამენტო უმრავლესობასთან.


ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: EUobserver.com
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: EUobserver.com

მასალების გადაბეჭდვის წესი