პრემიერმა “თავისუფალი დემოკრატები” ამ კუთხით ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა:
“ვუყურებ, რომ ძალიან დამახინჯებული გზით მიჰყავთ ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს აღნიშნული პროცესი. ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს არის ურყევი და იქიდან გადახვევა არის გამორიცხული. ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება არის მიუღებელი და ხალხის შეურაცხყოფა. 2012 წელს მსოახლეობამ მანდატი კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას” მისცა, ცალკე აღებული არც ერთი პოლიტიკოსის და გუნდის დამსახურება არ იყო ეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გაუაზრებელი, ანტისამხელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს.
“ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს თავისუფლაი დემოკრატების წევრები აკეთებენ, რომლებიც არჩევანს აკთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის”, – განაცხადა ალასანიამ.





