ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: გვინდა, რომ ირანმა გვაღიაროს

14 მაისი, 2019 •
ბიბილოვი: გვინდა, რომ ირანმა გვაღიაროს

ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ირანულ ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, რომ ირანის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების მოლოდინი აქვს.

“ირანი ოსებისთვის ახლობელი სახელმწიფოა. ჩვენი ენა ინდოევროპულ ენებს მიეკუთვნება. ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის ტრაგიზმი, და, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ირანთან ურთიერთობების დამყარება. ამ ნაბიჯების მცდელობა არსებობს და იქნება მომავალშიც. გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს ირანმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიაროს.

პოლიტიკური ურთიერთობების გარეშეც არსებობს კულტურა, რომელზეც პოლიტიკა ნაკლებად ახდენს გავლენას. კარგი იქნებოდა, ჩვენი ნაციონალური ანსამბლი „სიმდი“ წასულიყო ირანში კონცერტის ჩასატარებლად, ირანიდანაც რომ ჩამოსულიყვნენ და პერსპექტივაში პოლიტიკური ურთიერთობებიც დალაგდება. ისტორიულმა კავშირებმა უნდა უბიძგოს ირანს, ეს გააკეთოს. მოსკოვში ჩვენი საელჩოები მეგობრობენ კარგად და ამ მიმართულებებით კიდევ ბევრს ვიმუშავებთ”, – აცხადებს ბიბილოვი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის შუამდგომლობით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი