ახალი ამბები

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა [Video]

5 ნოემბერი, 2014 •
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა [Video]

“ამაყი ვარ იმით, რომ კოლექტივთან, ასეთ სამხედროებთან და სამოქალაქოებთან ეს ორი წელი გავატარე. ახლა მოვიდა დამშვიდობების დრო, მაგრამ ეს არ არის ისეთი დამშვიდობება, როცა იმედი არ მქონდეს იმის, რომ  მომავალში საზოგადოებრივ თუ საჯარო სარბიელზე ერთად ისევ გავაგრძელებთ მუშაობას. მე ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ. ვამაყობ, რომ ეს უწყება გახდა აბსოლუტურად არაპოლიტიკური. დღესაც მინდა ვთქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა შეეხოს შეიარაღებულ ძალებს და სისტემის ფუნქციონირებას და მუშაობას. დიდი მომავალი იმედებით მინდა დაგემშვიდობო დღეს,  ჩვენი ქვეყანა ყველანაირ ძნელბედობას, დარწმუნებული ვარ, გადაიტანს. პირადად მე ყველას სათითაოდ გთვლით არა მხოლოდ თანამებრძოლებად და თანამშრომლებად, არამედ მეგობრებად და ეს მეგობრობა ცხოვრებისს  ბოლომდე გაგვყვება. მომავალი თანამშრომლობის იმედით დაგემშვიდობებით. ჩვენი შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, ყველა ვარიანტში შედგება”, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი