ახალი ამბები

ყველა ექსცესს დეტალურად გამოვიძიებთ — გახარია ზუგდიდში ინციდენტზე

14 მაისი, 2019 • 930
ყველა ექსცესს დეტალურად გამოვიძიებთ — გახარია ზუგდიდში ინციდენტზე

„ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება, მიეცემა პასუხისგებაში“, — აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვაზე 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს  რამდენიმე ადამიანმა ტელეკომპანია „ოდიშის“ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღების საშუალებას არ აძლევდა.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ვაჩეიშვილს. ნახეთ დეტალები ამ ბმულზე.

გახარიამ 14 მაისს ჟურნალისტებს უთხრა: „არავის მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ყველას მოვუწოდებთ, წყნარადად, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები“.

კითხვაზე, რას იტყვის მოსაზრებაზე, რომ პოლიცია ინციდენტის ადგილას დაგვიანებით მივიდა, გახარიამ უპასუხა: „პოლიცია არ იგვიანებს არსად. მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა“.

ნახეთ ასევე:

ინციდენტი ზუგდიდში რულოვსის ინტერვიუს დროს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი