ახალი ამბები

როკის გვირაბი იხსნება

5 ნოემბერი, 2014 •
როკის გვირაბი იხსნება

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, განა იანოვსკაიას თქმით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

როკის გვირაბი, ფოტო: osinform
როკის გვირაბი, ფოტო: osinform

როკის გვირაბი 1985 წელს აშენდა. გვირაბის სიგრძე 3660 მეტრია და ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როკის გვირაბზე გადის ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი – ერთადერთი გზა, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს.

 

25-წლიანი საექსპლოატაციო ვადის გასვლის შემდეგ მიღებული იქნა მისი რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება და შესაბამისი სამუშაოები 2010 წლის დეკემბერში დაიწყო.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი