“ირაკლი ალასანიამ დემონტრაცია მოახდინა, რომ მისი გუნდი, პარტია ერთიანია, ამიტომ, ვინმეს რამე ილუზიები თუ ჰქონდა, რომ ალასანია წავა და ერთი-ორი მინისტრი მიყვება და სხვა დეპუტატები დარჩებიან, მე მგონი, მათ გაუქარწყლეს. ძალაინ ცუდია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ პრემიერ-მინისტრი არ აღქმულიყო როგორც მხარე თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას შორის. ის ამას ცდილობდა, მაგრამ მისი ტექსტი ინგა გრიგოლიას ეთერში, რომ მას კითხვები აქვს ალასანიასთან, იქნა აღქმული, როგორც ერთგვარი გადახრა პროკურატურისაკენ”,- განაცხადა ბერძენიშვილმა გადაცემაში “არჩვვანი”.
მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” 10 დეპუტატის გარშე საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება. ბერძენიშვილის განცხადებითვე, კოალიციამ სერიოზულად იმუშავა 2012 წლის არჩევნებამდე და ამ დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის როლი განმსაზღვრელი იყო:
” რაც არ უნდა მოხდეს, “რესპუბლიკელები” აქამდე ვიყავით, ვართ და ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის მადლიერები. განსაკუთრებით მადლიერები და ამ თვალსაზრისით არა მგონია, ვინმე რამეში შეგვეცილოს. მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი აჩვენებს იმას, რომ ვართ ახალ რეალობაში. როდესაც “რესპუბლიკურმა პარტიამ” დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართეთ კოალიციის სუბიექტებს ძალიან ვრცელი წერილით, იქ ვწერდით საჯაროდ, რომ სპეციფიკური კოალიცია, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, ორი წლის განმავლობაში ძირითადად გაუმკლავდა პრობლემებს, დაამარცხა სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო სრული მანდატი, არჩევნების, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ნატოს უელსის სამიტის შემდეგ პირველი ეტაპი დამთავრდა. დემოკრატიული მოდერნიზაცია მოითხოვს დემოკრატიულ კოალიციას, სპეციფიკური კოალიცია, ავტორიტეტზე დამყარებული ივანიშვილის კოალიცია დღეს არ არის, არ მართავს ქვეყანას. ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც არის სახელად კოალიციური, არსით ის ჯერ არ არის კოალიციური”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
